დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი იმ პედაგოგებს შეხვდა, რომელთა შვილებიც სხვადასხვა პროფესიაში წარმატებულნი არიან. მინისტრმა დედის დღე მიულოცა მოწვეულ ქალბატონებს, მადლობა გადაუხადა მათ და პროფესიაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე, მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას. მშობლებმა კი, თავის მხრივ, ისაუბრეს იმაზე თუ რა გამოწვევები არსებობს ამ მიმართულებით და რა უნდა გააკეთონ სკოლასთან ერთად, შვილების მხარდასაჭერად.