მიხეილ ჩხენკელმა 8 მარტი თანამშრომელ ქალბატონებს მიულოცა
08.03.2018
ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თანამშრომელ ქალბატონებს შეხვდა და 8 მარტი მიულოცა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ სისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მომავალი წარმატებები უსურვა. მიხეილ ჩხენკელმა ასევე ის ქალი თანამშრომლები დააჯილდოვა, რომლებიც სამინისტროში 30 და მეტი წელია სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობენ და ერთგულად, მაღალ პროფესიონალურ დონეზე ასრულებენ მოვალეობებს.