საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის მიზანია ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის განხილვა, სისტემაში არსებული გამოწვევების ანალიზი და სამომავლო საქმიანობაზე ერთობლივი შეთანხმება. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არიან სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა ჯგუფის წევრებს სამინისტროს ხედვა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით დაგეგმილი სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ წარმოადგინა მინისტრის 2018 წლის 21 მარტს N/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმი“, სადაც დეტალურად გაიწერა ინკლუზიური განათლების ეფექტიანი განხორციელებისთვის სკოლის, მულტიდისციპლინური გუნდის, მშობლის ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ასევე განიხილეს ახალი პროგრამა, რომელიც ეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ტრანზიციას სკოლებში.