ბუდაპეშტში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სადამკვირვებლო კომიტეტის რიგით მე-60 სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს სახელით მონაწილეობს. კომიტეტზე თავის გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის განამტკიცოს და გააღრმავოს საერთაშორისო თანამშრომლობა.
სადამკვირვებლო კომიტეტი 50 ქვეყნის ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს აერთიანებს და მისი მიზანია, საერთაშორისო ახალგაზრდული ინიციატივების საგანმანათლებლო და ფინანსური მხარდაჭერა, რაც თავის მხრივ ახალგაზრდების მობილობის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიული, კულტურული ღირებულებების ხელშეწყობას გულისხმობს.