სამეცნიერო სფეროში მიმდინარე პრიორიტეტებთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინიტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის 20-მდე წარმომადგენელს შეხვდნენ. სამეცნიერო სფეროში არსებულ ვითარებასთან ერთად, შეხვედრაზე სამეცნიერო პროექტების დაფინანსებასა და იმ მნიშვნილოვან საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და მეცნიერებათა აკადემიის წინაშე დგას.
განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებთან მიმართებაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მეცნიერებათა აკადემიის როლზე. დიმიტრი შაშკინმა ისაუბრა სამეცნიერო ფონდების პრიორიტეტებზე, რომელთა გათვალისწინებითაც მეცნიერებათა განვითარებას სახელმწიფო აფინანსებს. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით დაახლოებით 60 მლნ. ლარი დაიხარჯა. მეცნიერებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ ტექნოპარკის დანერგვას, რომელიც საქართველოში 2010 წლის აგვისტოში შეიქმნება.