პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციის ფარგლებში, პროფესიულ კოლეჯში „იკაროსი“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებმა, დაინტერესებულ პირებს პროფესიული პროგრამების, რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცედურების შესახებ საკუთრი გამოცდილება გაუზიარეს და კულინარიის მიმართულებით საჩვენებელი გაკვეთილი ჩაუტარეს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა 2013 წლიდან დაიწყო. ინიციატივის მიზანია, სსსმ და შშმ პირებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ასევე, სასწავლო პროცესის მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების, ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად წარმართვა. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ სტუდენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.