კავკასიის უნივერსიტეტი ფუნქციონირებას ახალ, სრულიად განახლებულ სასწავლო კორპუსში აგრძელებს. უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბურია საქართველოში, აღსანიშანვია, რომ თავად შენობა, 1909 წელს არის აშენებული და აქ წლების მანძილზე მთელი კავკასიის მასშტაბით ცნობილი სასწავლო დაწესებულებები ფუნქციონირებდა.
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნეს სკოლის შექმნით იწყება. დღეს აქ ბიზნესის გარდა, კიდევ ცხრა სკოლა ფუნქციონირებს: სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ახალი კინოსა და ეკონომიკის.