საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა, იმ პროგრესის შესახებ იმსჯელეს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, მათ შორის გამართული შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს.
მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით სამინისტროს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე და პოზიტიურ შედეგებზე. სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განათლების სისტემის სწორი განვითარება ქვეყნის ზოგადი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითად წინაპირობას წარმოადგენს.
მიხეილ ჩხენკელმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს განათლების სფეროს რეფორმირებასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმები გააცნო, რომლებმაც სისტემაში ძირეული გარდატეხა უნდა მოახდინონ და ქვეყნის მდგრადი განვითარება უზრუნველყონ. სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა რეფორმებთან დაკავშირებით, დიდი დაინტერესება გამოხატა და სავალუტო ფონდის მხრიდან, მინისტრს მაქსიმალური ჩართულობა აღუთქვა.