საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პოლონეთის პარლამენტის წევრს მალგორ ზატაგოსიევსკას შეხვდა. მხარეებმა საქართველო პოლონეთს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში ურთიერთობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განიხილეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებულ საკითხები. ასევე ისაუბრეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე, რომლის ინაუგურაციაც ხვალ გაიმართება. ცენტრი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ერთობლივი ინტერდისციპლინარული კვლევების წარმოებას ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.
მიხეილ ჩხენკელმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში საქართველოში ახორციელებენ.