პროფესიული განათლების რეფორმის მიმართ კერძო სექტორის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე კერძო სექტორის მეტი ჩართულობის, მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროცესების დაგეგმვასა და განხორციელებაში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოლეჯების, ბიზნეს ასოციაციებისა და კომპანიების 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრის მიზანი იყო კერძო სექტორის ინფორმირება პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების, პროფესიული განათლების კანონპროექტის და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კონცეფციის შესახებ. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია აღნიშნული თემატიკის ირგვლივ.