საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრების ინიციატივით კაჭრეთში, საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის პროფესიულ პროგრამებში ასახვას მიეძღვნა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი და პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უძღვებოდნენ. სხდომაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, კახეთის რეგიონის თვითმმართველობისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განვითარების საკითხებზე. ასევე გაიმართა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია.