საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოში საფრანგეთის ინსტიტუტის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება, ერთობლივი პროგრამების და ღონისძიებების განხორციელების გზით ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობა, საქართველოში მეცნიერების პოპულარიზაციის ღონისძიებების ერთობლივი განხორციელება.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, მანანა მიქაბერიძემ, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟან-ივ ლავუარმა.