საქართველო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ევროპის განათლების ფონდის (ETF) მხარდაჭერით ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლა.
საკონსულტაციო შეხვედრაზე, განათლების სამინისტროსა და პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებმა, ევროკავშირის სექტორის მხარდაჭერის მომავალი პროგრამის ფარგლებში, პოლიტიკის მატრიცის დოკუმენტის და ტექნიკური დახმარების პროგრამების პრიორიტეტები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.