ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სასწავლო კორპუსი შეემატება. მშენებლობისთვის ორ მილიონ ნახევარზე მეტი ლარია გათვალისწინებული. შენობა სამსართულიანი იქნება, სადაც განთავსდება თანამედროვედ აღჭურვილი აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზი. კორპუსი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ლიფტი. შენობაში დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები. ახალი კამპუსი ექსპლუატაციაში 2018 წლის დეკემბერში შევა.
მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ინგა შამილიშვილი დაესწრნენ.