საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა რექტორთა საბჭოს სხდომა გამართა, სადაც სახელმწიფო და კერძო უმაღლესი დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, უმაღლესი განათლების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის უმაღლესი განათლების დაფინასების ახალ მოდელი განიხილა.
რექტორთა საბჭოზე, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებულ სიახლეებზე და უცხოელი სტუდენტების მოზიდვის გზებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე სამეცნიერო მიმართულების გაძლიერებას, რაც აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს საერთაშორისო კვლევებში ჩაერთონ და ხელი შეუწყონ სისტემის ინტერნაციონალიზაციას.
მინისტრის ინიციატივით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან ფართო ფორმატში შეხვედრები, ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება.