თბილისის 23-ე საჯარო სკოლის ორგანიზებით, ფრანგული ენის პირველი კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა, საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.
კონფერენციაზე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ფრანგული ენის სწავლების საუკეთესო პრაქტიკები განიხილეს. ასევე, გაეცნენ თანამედროვე მიდგომებს, როგორიც არის, პროექტით სწავლება, კლუბური მუშაობა, თანასწავლება და სხვა.
კონფერენციას ესწრებოდნენ, საფრანგეთის საელჩოს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და უმაღლესი სასწავლებლების წარმომაგენლები.