ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს ნაკრები გუნდი, ქიმიაში მენდელეევის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე იმყოფებოდა. ოლიმპიადას ბელარუსი მასპინძლობდა და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 22 ქვეყნის ნაკრები გუნდები იღებდნენ. ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა და მოიცავდა ორ თეორიულ და ერთ პრაქტიკულ ტურს. ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ი.ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, დავით რიჟინაშვლიმა. თეორიულ ტურში საუკეთესო შედეგი აჩვენა ნაკრების დებიუტანტმა, კომაროვის სკოლის მოსწავლემ, გიორგი პეტრიაშვილმა, ხოლო ექსპერიმენტულ ტურში საუკეთესო იყო, სკოლა „აია-ჯესის“ მოსწავლე, ლევან გოჯიაშვილი და კომაროვის სკოლის მოსწავლე, საბა გოგიჩაიშვილი. ნაკრებს ოლიმპიადაზე ხელმძღვანელობდა თინათინ ბუთხუზი. მთელი წლის განმავლობაში ნაკრების მომზადებაში ჩართული იყვნენ ეროვნული ნაკრების მენტორები და ყოფილი ოლიმპიელები, საბა თავდგირიძე და ალექსანდრე ფიჩხაძე.