ბულინგის წინაღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში კეთილგანწყობის, სითბოს და სიკეთის ურთიერთგაცვლით დაიწყო. სკოლის ფოიეში გულის ფორმის ფერადი ბუშტები საოცარ გარემოს ქმნიდა. ბავშვებმა ფერადი სტიკერებით სკოლის კედლებზე გულები, ღიმილი და პოზიტიური ენერგიის გამომხატველი მესიჯები გამოხატეს.
დიდ ფერად გულებზე ბავშვები და მასწავლებლები ერთმანეთს წარწერებს ჩუქნიდნენ. სკოლის დერეფნები ულამაზესი სანახავი იყო. ღიმილი და უპირობო კეთილგანწყობა ამ დღის თანამგზავრი გახდა და მთელი წლის მანძილზე გაყვებათ აქციის მონაწილეებს. ანტიბულნგის გამომხატველი აკრძალვის სლოგანების ჩანაცვლება პოზიტიური გზავნილებით, იმ ენერგიის წარმომქმნელი აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე წარმატებით უმკლავდება ძალადობას და აგრესიას.