განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN)-ის მეორე ძირითადი ექსპერიმენტის/პროგრამის ”კომპაქტური მიუონურისოლენოიდის” ჯგუფის ხელმძღვანელს, პროფესორ ტიციანო კამპორესის და პროგრამის მთავარ ფიზიკოსს, კარლ აარონ ჯილს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში სტუმრებმა მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია პროგრამის შესახებ და მასში ახალგაზრდა მეცნიერების, მათ შორის ქართველი მეცნიერების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. მთავარი, რაზეც საუბარი გაგრძელდა ეს იყო საქართველოს ასოცირებული წევრობის საკითხი ცერნში, რაც მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ქართველი მეცნიერებისთვის დიდ ასპარეზს შექმნის. კერძოდ, ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღონ ცერნის კვლევებსა და ექსპერიმენტებში, ხოლო მაგისტრატურის და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტები შეძლებენ თავიანთი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ნაწილი ცერნში შეასრულონ. მხარეებმა ამ ფორმატში თანამშრომლობისთვის მზაობა დაადასტურეს და შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.