საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, საგამომცემლო სახლმა „დედანმა“ ცნობილი ექიმისა და პედაგოგის ტარა დელეინის სახელმძღვანელო გამოსცა სახელწოდებით ,,101 თამაში და აქტივობა აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის“.
წიგნი ქართულ ენაზე თარგმნილ სახელმძღვანელოებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია. ის წარმოადგენს ფასდაუდებელ გზამკვლევს მასწავლებლების, მშობლების, ტრენერების, დღის ცენტრების აღმზრდელებისა და ასევე ინკლუზიის თემით დაინტერესებული სხვა პირებისათვის, რადგან მასში თავმოყრილია ტარა დელეინის მრავალწლიანი თერაპიული და პედაგოგიური წარმატებული საქმიანობის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ასპექტები. ავტორი პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გვიჩვენებს ბავშვის განვითარებისა და სწავლების მრავალფეროვან გზებს.
წიგნის ქართული თარგმანის გამოცემაში თავისი წვლილი შეიტანეს ორგანიზაციებმა: - „მაკლეინის ასოციაციას ბავშვებისათვის“, „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) და „საქართველოს ბავშვები”.