ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა-საქართველო, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოაცხადა.
„პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. კანდიდატები დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შეფასდება და გამარჯვებულები პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე გამოცხადდება, რომელიც 2018 წლის ნოემბერში გაიმართება.
გამარჯვებულები გაემგზავრებიან გერმანიაში სასწავლო ტურზე, სადაც მათი მასპინძელი იქნება გერმანული კომპანია PEM Consult. გერმანიაში გამარჯვებულები გაეცნობიან გერმანულ გამოცდილებას თავიანთ დარგებში.
ღონისძიებას, საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა და წელს საქართველოში მეორედ ტარდება.