„ევროპის დღეები 2018″-ის ფარგლებში, მოსწავლეების ნახატების გამოფენა „ჩემი თვალით დანახული ევროპა” მოეწყო. გამოფენა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა დაათვალიერა.
ხატვის კონკურსი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. კონკურსში თელავის, პანკისის, ონის, ამბროლაურის და ყაზბეგის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. საუკეთესო ნამუშევრების ავტორები ლეპტოპებით და პლანშეტებით დაჯილდოვდნენ.