საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობით, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის ექსკურსიები და ლაშქრობები გრძელდება.
პროექტი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას და ჩართულ პირებს საშუალებას აძლევს შემეცნებითი ინფორმაცია მიიღონ ეკოლოგიის, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ. ლაშქრობები დატვირთულია სპორტული და გასართობი აქტივობებით.
პროექტის პირველ ეტაპზე, ლაშქრობაში საპილოტე სკოლების 150-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სამომავლოდ, პროექტში თბილისის სკოლებთან ერთად, რეგიონის სკოლების ჩაერთვებიან.