მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი სამოქმედო გეგმა განათლების თემაზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებსა და განათლების მკვლევარებს წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
მინისტრის განმარტებით, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვებში ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართვა, შესაბამისად, დარგის სპეციალისტებთან სამოქმედო გეგმის განხილვას რეგულარი ხასიათი ექნება.