საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენლებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე იმსჯელა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროსა და მშვიდობის კორპუს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ნაყოფიერად ვითარდება და მხარეებმა მის შემდგომ გაღრმავებაზე, მზადყოფნა გამოხატეს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მშვიდობის კორპუსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის განახლებასა და მასში ახალგაზრდობის მიმართულების ინტეგრაციაზე შეთანხმდნენ.
მშვიდობის კორპუსი საქართველოში საქმიანობას 2001 წლიდან ახორციელებს და აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში, მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.