გაბრიელ გაბიტაშვილი მეორე მსფლიო ომის მონაწილე და ბევრი სამხედრო ჯილდოს მფლობელია. იგი 65 წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ოცი წლის ასაკში მუშაობა დაიწყო დაწყებითი კლასის მასწავლებელად გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში. ომის შემდეგ თბილისის ქალთა №2 საშუალო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლიდა. 1954-1995 წ.წ. 53-ე საშუალო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი და სკოლის დირექტორის მოადგილე იყო, არის 60-მდე ნაშრომის ავტორი და სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს წარჩინებული და დამსახურებული მასწავლებლის წოდებები.
ბატონი გაბრიელ გაბიტაშვილი 15 წელია დამსახურებულ პენსიაზე იმყოფება, სიამოვნებით იხსენებს სკოლაში გატარებულ წლებს და ამაყობს თავისი აღზრდილებით, მათ შორის ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანია.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბატონ გაბრიელ გაბიტაშვილს ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის.