თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბულში გამართულ იბრაჰიმ არიკანის სახელობის 27-ე სასწავლო სამეცნიერო საბუნებისმეტყველო პროექტების საერთაშორისო კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვეს.
კონკურსში, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს 25 ქვეყანამ მიიღო, ლუკა ლობჟანიძემ (XII კლასი) და ნიკოლოზ მითაიშვილმა (XI კლასი) წარმოადგინეს თემა: „ზოგიერთი საკვები დანამატის „კოქტეილის ეფექტის“ გავლენა ლაბორატორიული ვირთაგვების ღვიძლის ქსოვილის მიტოზურ ინდექსზე“, რისთვისაც კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ ქართველი მოსწავლეები საუკეთესოებად დაასახელა ბიოლოგიის სექციაში.