სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლენში, საქართველოს სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არაიკ არუთინიანი ეწვია.
მინისტრი საქართველოში განათლების რეფორმის მიმდინარეობით დაინტერესდა. განსაკუთრებული ინტერესი არაიკ არუთინიანმა სომხურენოვანი სკოლებისა და სომხური სექტორების მიმართ გამოხატა. ამ მიზნით, იგი 103-ე საჯარო სკოლას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, ლია გიგაურთან ერთად ეწვია. სტუმრები მოსწავლეებს შეხვდნენ, სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრნენ და სკოლა დაათვალიერეს. არაიკ არუთინიანი ასევე დაინტერესდა როგორ მიმდინარეობს მშობლიური ენის სწავლება სომხურენოვანი მოსწავლეებისათვის.