საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ, მონაწილეობა მიიღო “ენობრივი პოლიტიკისა და კონფლიქტების პრევენციის შესახებ” ეუთოს მაღალი დონის კონფერენციაში, რომელიც ნორვეგიის სამეფოს დედაქალაქ ოსლოში გაიმართა.
ალექსანდრე თევზაძემ ვრცლად ისაუბრა ეროვნული უმცირესობის ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციიაში განათლების როლის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებზე.
კონფერენციაში მინისტრის მოადგილესთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ლამბერტო ზანიერიმ, უმცირესობების საკითხებში გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერბეთისა და მოლდოვას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეუთოს წევრი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა.