საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით, რვა სკოლა-პანსიონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (ბოშები) თვითმყოფადობისთვის დამახასიათებელი საგამოფენო ნამუშევრები.
ღონისძიების მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალიზაცია, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ლია გიგაური და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.