საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს საკონკურსო განაცხადების მიღებას გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციაზე.
ახალგაზრდობის წარმომადგენლების პროგრამა, გაეროს ერთ-ერთ წარმატებულ ინიციატივად მიიჩნევა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, პირველად 1981 წელს მოუწოდა წევრ ქვეყნებს, რომ ახალგაზრდა დელეგატები ქვეყნის ოფიციალურ დელეგაციებში შეეყვანათ. აღნიშნული მოწოდება დაფიქსირებულია გაეროს რამდენიმე რეზოლუციაში.
საქართველოში პროგრამას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა და სრულად ფინანსდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით.
სათანადო კონკურსის გავლის შემდეგ, შერჩეული წარმომადგენელი ახალგაზრდებთან გადის კონსულტაციებს, ატარებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოგვიანებით, ახალგაზრდობის წარმომადგენელი მიემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას იღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებში და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოდის ამავე კომიტეტის სხდომაზე და მონაწილეობს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში. ახალგაზრდობის წარმომადგენელს ასევე შეუძლია ეკონომიკური და სოციალური საბჭოს სოციალური განვითარების კომისიის სხდომებში მონაწილეობის მიღება (თებერვალი).
გარდა ქვეყნის წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებისა, ახალგაზრდობის წარმომადგენელი სხვა ქვეყნის დელეგატებთან ერთად ახორციელებს ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებულ ღონისძიებებსა და ინიციატივებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს - 18-დან 25 წლამდე. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: Curriculum Vitae, მანდატის მიღების შემთხევაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა ინგლისურ ენაზე (17 000 ლარი) და ინგლისურ ენაზე დაწერილი თემა (მაქსიმუმ 500 სიტყვა, ფონტი -ზომა-11;Sylfaen, ხაზებს შორის დაშორება 1) შემდეგ საკითხზე:
Why do we need the 2030 Agenda and how Georgia’s youth can contribute to that?
განაცხადები მიიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცელარიაში დიმიტრი უზნაძის N52 ნაბეჭდი (ერთი ეგზემპლარი) და ელექტრონული სახით (კომპაქტ დისკი) 2018 წლის 6 ივლისის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
გამარჯვებული კანდიდატი გამოვლინდება 2018 წლის ივლისის თვეში
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ
პროგრამის Facebook გვერდს - https://www.facebook.com/UNyouthgeorgia
პროგრამის Youtube არხს http://www.youtube.com/user/unyouthdelegatege/videos
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს ახალგაზრდობის მოქმედ წარმომადგენელს გაეროში ზემოთ მოცემული ფეისბუქ გვერდის ან ელფოსტის - george.tumasyan@gmail.com საშუალებით.