საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ცენტრალური აზიის ქვეყნების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, დუალური პროფესიული განათლების პროგრამების განვითარებისა და დანერგვის შესახებ, საქართველოს მიღწევების გაცნობა და ამ მიმართულებით, ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ პროფესიული განათლებით დაინტერესებული, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. მათ შორის, განათლების მინისტრის მოადგილეები, განათლების სამინისტროების ხელმძღვანელი პირები, პროფესიული კოლეჯების დირექტორები, უნივერსიტეტების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მიერ იყო ორგანიზებული.