„პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეულის“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს უნივერსიტეტისა და UG Startup Factory-ს ორგანიზებით გაიმართა სემინარი, სადაც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს წარმატებულმა სტარტაპერებმა გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ მოახდინეს საკუთარი ორიგინალური იდეების რეალიზება და ბიზნესის დაწყება.
პროფესიული განათლების სისტემაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ ის საბაზისო უნარები, რაც მომავალში საკუთარი იდეის რეალობად ქცევაში, კრეატიულ აზროვნებასა და საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარებათ.