03.07.2018
ბრიტანეთის საელჩოში ჯონ სმიტის ფონდის კურსდამთავრებულთა რეგიონალური კონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა. მინისტრმა ახალგაზრდა ლიდერებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სიტყვით მიმართა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის სახელით, წარმატება უსურვა.