საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ევროპის აკადემიამ (Academia Europaea) საპატიო წევრად აირჩია.
ევროპის აკადემია დიდი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოებისა და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და ფარავს კვლევის ყველა მიმართულებას.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბი საქართველოში ახლო მომავალში გაიხსნება, რაც უპრეცედენტო მოვლენა იქნება კავკასიის რეგიონში.