ჩინეთში მიმდინარე მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა და ისტორიულ წარმატებას მიაღწია - ამ დრომდე, საქართველოს ნაკრებს ასეთი მაღალი შედეგი არ ჰქონია.
მერვედფინალში აშშ-ს ნაკრებთან გამარჯვების (45:38) შემდეგ, ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო რეიტინგის მეოთხე გუნდი, ირანი 45:37 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც სამხრეთ კორეასთან დაპირისპირებაში 34:45 დათმეს. ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრა კი უნგრეთთან 36:45 წააგეს და მე-4 ადგილზე გავიდნენ.
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-12 ადგილზეა და ამ წარმატების შემდეგ, სავარაუდოდ, საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდება