საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ახალგაზრდული სახლის“ ბინადრებს სურვილი აუსრულეს და საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა და სპორტული ინვენტარი გადასცეს.
„ახალგაზრდული სახლი“ იმ ახალგაზრდებს ემსახურება, რომელთაც ასაკის გამო ბავშვთა სახლები დატოვეს და დამოუკიდებელ, ახალ ცხოვრებას იწყებენ. სახლი კამპუსის ტიპის სივრცეა და ბენეფიციარებს ყველა იმ მომსახურებას სთავაზობს, რაც მათ ფიზიკურ, ინტელექტუალურ, სულიერ განვითარებას და თვითრეალიზაციას უწყობს ხელს. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.