საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, სპორტის დამსახურებული მოღვაწის, ვლადიმერ ახალკაცის გარდაცვალების გამო და უთანაგრძნობს მის ოჯახს. ვლადიმერ ახალკაცი წლების განმავლობაში იყო საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი. ასევე კრივის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის წევრი. მიღებული აქვს სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება და გახლდათ საქართველოს პოლიციის გენერალი.