საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბაკალავრებისა და მაგისტრანტების საგრანტო დაფინასების საკითხი წარადგინა, რაც ნიჭიერ სტუდენტებს სახელმწიფოს მხარდაჭერით უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას მისცემს.
2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი - სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება.
კატეგორიების მიხედვით თანხები შემდგენაირად განაწილდება: სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული და ნაწილობრივი დაფინანსებითვის 9 155 000 ლარი; სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის - 2 520 000 ლარი, ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის - 240 000, ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 225 000, ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 225 000, ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 10 000, ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 10 000, ხოლო სტუდენტებისთვის, რომლებიც გრანტს გაიუმჯობესებენ, 215 000 ლარი.
2018-2019 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრება და თანხა შემდგენაირად გადანაწილდება: პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიმართულებებისთვის - 2 000 000, სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტების დაფინანსებისთვის - 205 000, ხოლო ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტებისთვის - 45 000 ლარით.