საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადის ფინალისტთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
კონკურსი VII-XII კლასების მოსწავლეებს შორის ორ ეტაპად ჩატარდა, 40-მდე ქვეყნაში ადგილზე შეირჩა საუკეთესო ნამუშევრები, რომლებიც უკვე საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე შეფასდა. მონაწილეთა მიერ წარმოდგენილმა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის, აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროებში მომზადებულმა პროექტებმა შემფასებელთა მოწონება დაიმსახურეს და შესაბამისად I, II და III ადგილები დაიკავეს.
კონკურსის ყველა მონაწილეს ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ დაწესებული სხვადასხა პრიზი გადაეცათ. ორგანიზატორებს შორის იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, ევროკავშირი-ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში და კომპანია ”ჯეოსელი”.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წახალისება - დაინტერესდნენ მეცნიერების სხვადასხვა დარგით და აწარმოონ კვლევითი და გამომგონებლობითი საქმიანობა.