ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა US Open-ის მეორე ეტაპზე მსოფლიოს მე-18 ჩოგანი ჯეკ სოკი 4 სეტში - 4:6, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა და მე-16 ფინალში გავიდა. ამ გამარჯვებით ნიკამ 90 სარეიტინგო ქულა და 156 ათასი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.
შემდეგ ეტაპზე, მესამე წრეში ბასილაშვილი 68-ე ჩოგანს, არგენტინელ გუიდო პელას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის პირველ ტურში მსოფლიო რეიტინგის 78-ე ჩოგანი სლოვენიელი ალიაზ ბედენე 5 სეტში - 2:6, 6:4, 2:6, 6:2, 6:4 დაამარცხა.
ამერიკის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 50 მილიონ დოლარს აჭარბებს.