საზოგადოებრივ კოლეჯში ,,სპექტრი’’ პროექტის ,,პროფესიული განათლების ხარისხისა და შესაბამისობის გაუმჯობესება საინჟინრო სფეროს პროფესიებზე საქართველოში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც ბიზნეს სექტორისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით მიღწეული შედეგები იქნა წარმოდგენილი.
პროექტი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ დაფინანსდა და 2016 წლის სექტემბერიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია პროფესიული განათლების პროგრამების ხარისხის გაუმჯობესება საინჟინრო სფეროში, სასწავლო ლაბორატორიების განახლება და პროფესიული განათლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება.
განვლილ პერიოდში დამტკიცდა ახალი პროგრამები, გადამზადდა მასწავლებლები, კოლეჯში „სპექტრი“ განახლდა სასწავლო ლაბორატორიები. ახალი პროგრამების დანერგვის პროცესში კონსულტაციები გაიმართა და თანაშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდა 20-მდე ახალ კომპანიასთან.