საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთანებული სამეფოს ელჩ ჯასტინ მაკკენზი სმიტთან და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორ ზაზა ფურცელაძესთან განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
მიხეილ ბატიაშვილმა ბრიტანეთის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში საქართველოს წლების მანძილზე აქვს დიდი ბრიტანეთის სამეფოს მხრიდან.
მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რეფორმის ძირითადი ასპექტები განათლების ყველა საფეხურისთვის, ასევე, ხედვები კულტურის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების შესახებ. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების საფეხურის რეფორმირების აუცილებლობას დაეთმო. რეფორმების განხორციელების პროცესში, ამ და სხვა მიმართულებებით როგორც ბრიტანეთის საელჩო, ასევე, ბრიტანეთის საბჭო სამინისტროს აქტიური მხარდამჭერი იქნება.
მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით შექმნილია რეფორმების ჯგუფი, რომელშიც ჩართულები არიან განათლების მიმართულების ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვა დაინტერსებული მხარეები.