საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოხალისეობის განვითარების პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში, ახალგაზრდებმა 5 დღიანი მოსამზადებელი ტრენინგ-სემინარი გაიარეს და „საქართველოს მოხალისის“ სტატუსი მიიღეს.
პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათ მიერ გაწეული შრომის წახალისება.
პროგრამაში 2015 წლიდან დღემდე მონაწილეობა 552 მოხალისემ მიიღო, 13 ათასამდე ახალგაზრდის მონაწილეობით 1435 ღონისძიება განხორციელდა, მუნიციპალიტეტებში 170 მოხალისეთა კლუბი შეიქმნა.
პროგრამაში ჩართული მოხალისეები მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში, აქტიურად ჩაერთვებიან საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service), სამინისტროსგან მიიღებენ მოხალისეობრივი პროექტების განხორციელებისათვის მცირე დაფინანსებას. პროგრამის დასასრულს გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო მოხალისეები.