14.09.2018
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს პრიზიორები ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) გახდნენ. ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი სოფიაში 13-16 სექტემბერს იმართება.