ა.შ.შ.-ის მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის განათლების პროგრამასთან თანამშრომლობისთვის.
მშვიდობის კორპუსის მოხალისეები თვრამეტი წელია წარმატებით ახორციელებენ განათლების პროექტს საქართველოს რეგიონებში. კონკურსში შერჩეული სკოლები ინგლისური ენის სწავლების დონისა და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით იმუშავებენ ამერიკელ ინგლისური ენის მასწავლებელთან 2019-2021 სასწავლო წლების განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო სკოლებს შემდეგ რეგიონებში: კახეთი (ახმეტის ჩრდილოეთით მდებარე სოფლების გარდა), მცხეთა-მთიანეთი (სტეფანწმინდის გარდა), ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი და სვანეთი. სოფლებიდან და ქალაქებიდან, რომლებიც განლაგებულია ადმინისტრაციული საზღვრიდან 5 კმ-იან ზონაში, განაცხადები არ განიხილება.
თუ თქვენი სკოლა არის ზემოთაღნიშნულ რეგიონში, ინგლისური ენის მინიმალური საათობრივი ბადე შეადგენს 24 საათს და დაინტერესებული ხართ მოხალისესთან თანამშრომლობით 2019-2021 აკადემიურ წლებში, გაეცანით საინფორმაციო დანართს და დაიტოვეთ სკოლაში, შეავსეთ მოხალისის მოთხოვნის ფორმა მასპინძელი ოჯახის განაცხადებთან ერთად და მოგვაწოდეთ მშვიდობის კორპუსის ოფისში მისამართზე ვაჟა-ფშაველას გამზირი #29ა, თბილისი, 0160 ან გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე education@ge.peacecorps.gov
მოხალისის მოთხოვნის ფორმის და საინფორმაციო დანართის მიღება შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ოფისში ან საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში. მოხალისის მოთხოვნის ფორმების ჩამოტვირთვა ასევე შესაძლებელია საქართველოს მშვიდობის კორპუსის ვებ-გვერდიდან: www.peacecorps.gov
სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 22 ოქტომბერი, 2018 წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
• ასმათ სიხარულიძე
განათლების პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: 595906444;
• თეო ნეფარიძე
განათლების პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: 591969881;
• ია გელაშვილი
განათლების პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ: 595950406;
• ნინო ფიროსმანიშვილი
პროგრამების და ტრენინგების სპეციალისტი
ტელ: 595027979;