ქვეითი ბრიგადის 4000-მა ჯარისკაცმა ბავშვებს გულთბილი მასპინძლობა გაუწია და მათ სამხედრო წესები და ჯარისკაცთა დღის რეჟიმი გააცნო. ჯარისკაცებთან ერთად მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი და მხედრული სიმღერები შეასრულეს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და პროექტ ,,მშვიდობით იარაღოს”-ს პრეზენტაცია გამართეს.
პროექტი ,,მშვიდობით იარაღო" მოსწავლეებში პატრიოტული სულიკვეთების ამაღლებას ითვალისწინებს. ახალი სასწავლო წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალი სასწავლო კურსის შემოღებას გეგმავს. სასწავლო კურსის მიზანია მომავალ თაობას ადრეული ასაკიდან ჰქონდეს წარმოდგენა სხვადასხვა საფრთხეებზე, იცოდეს როგორ დაიცვას თავი საგანგებო მდგომარეობაში, რა სამხედრო ტექნიკა აქვს ჩვენს ქვეყანას და როგორ ხდება მისი გამოყენება. სასწავლო კურსი ასევე შეისწავლის საგზაო უსაფრთხოებას, პირველად სამედიცინო დახმარებას, ქართული ჯარის ისტორიასა და ქართული არმიის შეიარაღებას.