ქართულმა საზოგადოებამ და მწერლობამ დიდი მნიშვნელობის ადამიანი დაკარგა. დღეს, 87 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ მწერალი და დრამატურგი თამაზ ჭილაძე გარდაიცვალა.
თამაზ ჭილაძის ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი, პიესები კი სხვადასხვა პრესტიჟული თეატრის სცენაზე დადგმული. 1999 წელს, კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების „საერთაშორისო ადამიანის“ წოდების ნომინანტად დაასახელა. მისი ცხოვრების წესის, ბიოგრაფიისა და შემოქმედების მიხედვით, ის ამ სტატუსის ღირსეული მატარებელი გახლდათ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უსამძიმრებს მწერლის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს.