საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობებს შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ და მოლდოვას ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო მდივანმა, რადუ რებეიამ.
სპორტში თანამშრომლობა ითვალისწინებს სამართლებრივი საკითხების ორგანიზებას, ახალგაზრდა ტალანტების შერჩევას, სპორტული პერსონალის გადამზადებას, პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარებას. მხარეები თანხმდებიან, ითანამშრომლონ სპორტული მედიცინისა და მეცნიერების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მენეჯმენტის და ანტი დოპინგის მიმართულებით, ასევე იზრუნებენ განავითარონ სპორტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ გიორგაძემ სტუმარს საჭადრაკო ოლიმპიადა ბათუმი 2018-ის ფარგლებში სპეციალურად დამზადებული სამახსოვრო მედალი და საფოსტო მარკა გადასცა.