საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ჯაბა პაპინაშვილმა, ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე პაპინაშვილმა, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში თურქი სამეტ კუმტაში დაამაარცხა. ჯაბა პაპინაშვილმა ჯამში 6 შეხვედრა გამართა, წინასწარ ეტაპზე მან ამერიკის შეერთებული შტატების, არგენტინის, აზერბაიჯანისა და რუმინეთის წარმომადგენლებს სძლია, ნახევარფინალში კი მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან, იაპონელ კოგა გენკისთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა პაპინაშვილი ახალგაზრდებს შორის 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონია 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში.